Saturday 30 March 2019


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : ფარფალია რუსუდან
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური 9 (1) კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 14 მოსწავლე .( ს.ს.მ. მოსწავლე არ გვყავს )
გაკვეთილის ტიპი:  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლეებისაგან მოითხოვს ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას. პრობლემის გადაჭრა ეფუძნება იმ ცოდნას რომელიც მოსწავლეს აქვს, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია სხვადასხვა შინაარსის და ცნების ერთმანეთთან დაკავშირება რაც ავითარებს ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის და კრიტიკულ უნარჩვევებს.
გაკვეთილის თემა: გლობალური დათბობა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან უცხო ტექსტს გარემო პირობებზე. ამოიცნობენ ტექსტში არსებულ პრობლემას. ისაუბრებენ პრობლემის გარშემო და დასახავენ გადაჭრის გზებს.
გამოიყენებენ შესაბამის ლექსიკურ და გრამატიკულ ერთეულებს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს
ვერბალური
საერთო, საკლასო
პოსტერები რომელზეც წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და საგაკვეთილო მიზნები (ფლიპჩარტები)
2 წთ.
2
ასოციაციური რუკის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას და ცნების  „გარემო“-ს ირგვლივ ჩამოთვლიან ყველა შესაძლო სიტყვას
ვერბალური
საერთო საკლასო
მარკერები, პოსტერი/ფლიპჩარტი
3წთ.
3
სლაიდის პრეზენტაცია. მასწავლებელი წარმოადგენს სლაიდს სადაც მოცემულია დედამიწაზე არსებული გარემო პრობლემები, რამოდენიმე კითხვას სვამს გარემოს დაცვის შესახებ (კითხვა პასუხი )
ვერბალური
პრეზენტაცია, კითხვა- პასუხი
მინი ლექცია
პროექტორი, ლეპტოპი
7 წთ.
4
ჯგუფური სამუშაო. მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად (1:2:3), თითოეულ ჯგუფს ურიგდება მცირე ზომის ტექსტი დედამიწაზე არსებული გარემო პირობების შესახებ წასაკითხად, გამოავლენენ  პრობლემებს და მოიძიებენ მათი გადაჭრის გზებს. მოსწავლეებს დასახული პრობლემები გადააქვთ ფლიპჩარტზე, ხოლო მათი გადაჭრის გზები ფერადად გამოჭრილ ხელებზე რომელსაც შემდეგ ამაგრებენ პოსტერზე „დახმარების ხელები“/ helping hands.
პრაქტიკული
ჯგუფური
ჰენდაუტები ტექსტით, მარკერები, ფლიპჩარტი, ფერადი ფურცლები










6წთ.








3წთ.
5
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევრების პრეზენტაციას
ზეპირი პრეზენტაცია
პრეზენტატორი მეწყვილეები
პოსტერები
თითოეულს 3წთ.
 3+3+3
6
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები (მეთოდით 3:2:1) სადაც მოსწ. უნდა აღნიშნოს წერილობით ის სამი რამ რაც იცოდა, ორი რამ რაც გაიგო და ერთი რამ რაც უნდა რომ გაიგოს.


წერილობითი გამოკითხვის მეთოდი
ინდივიდუალური
ბარათები
4წთ






მასწავლებელი სვამს გაკვეთილის შესაჯამებელ კითხვებს: როგორ მოგეწონათ დრევანდელი გაკვეთილი, რომელ აქტივობას გამოყოფდით.
და აფასებს მოსწავლეებს როგორც  განმავითარებელი კომენტარის სახით, ასევე განმსაზრვრელი ნიშნით. იხ. რუბ რიკები დანართის სახით



ვერბალური
კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო

4წთ.










2წთ.














გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
 უცხ.ს. IV.18 მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემატიკაზე საუბარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: გადმოსცემს წაკითხული ტექსტის შინაარსს. გადმოსცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს. მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს. IV.19 მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარჩვევებს
შედეგი თვალსაჩინოა თუ: მოსწავლე იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას. იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად.