პროექტები და ღონისძიებები

1.       პროექტის სახელწოდება:   English Sightseeing ინგლისის ღირსშესანიშნაობები
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ეს პროექტი კიდევ ერთხელ გააცნობს ინგლისის ღირსშესანიშნაობებს მოსწავლეებს, მათ ისტორიულ და კულტურულ-გეოგრაფიულ მნიშვნელობას
3.       პროექტის აქტუალობა: დამატებითი ინფორმაციის მიღება ინგლისის ღირსშესანიშნაობებზე, სადაც მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებების საშუალებით გაეცნობიან ინგლისის ისტორიულ მონუმენტებს და შეისწავლიან მათ გეოგრაფიულ მდებარეობას, ნახავენ ფილმს, ეწვევიან მუზეუმს და ბრიტანეთის საელჩოს
4.    პროექტის მიზნები:  უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.
უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე; ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ); აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელ პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა); სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს; გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას; ახერხებს მოვლენების, ფაქტების, ქცევების საკუთარი პოზიციიდან შეფასებას;იღებს/იძლევა ინტერვიუს აქტუალურ საკითხზე.
5.       მოსწავლეთა ასაკი: საბაზო საფეხური 8 კლასი
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7.       მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დამატებით მოძიებული ინფორმაცია პრეზენტაციების, სლაიდ შოუს სახით, ვიდეო და აუდიო მასალების პრეზენტაცია გასვლითი ღონისძიებები, თეატრი, მუზეუმი, ბრიტანეთის საბჭო)
8.       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწავლო მასალა: სლაიდშოუ, პოსტერი წიგნი " Top score level 2"
ტექნიკური რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი,  მარკერი, წებოვანი ქაღალდები, დაფა , ცარცი,, სამუშაო რვეული. პროგრამები google.ge, drivegoogle.com, youtube.com, power point, MS word.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  , მასწავლებლის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია და მის გარშემო მსჯელობა, გონებრივი იერიში, მოსწავლეები უყურებენ ფილმს ინგლისის ისტორიის შესახებ, უსმენენ აუდიო მასალას, (ინგლისის ჰიმნი უძველესიდან დღემდე,) მიდიან ბრიტანეთის საბჭოში, მსჯელობა დისკუსია, ვიზიტი მუზეუმში, წერილობითი რეფლექსია , ვეცნობით ინგლისის კულტურას, მისი ერთ-ერთი წარმომადგენლის უილიამ შექსპირის ნაწარმოებს-  მეფე ლირი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ვესწრებით პიესას)
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური ენა
11.   პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ფარფალია რუსუდან,
12.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ruso.parpalia@gmail.com

13.   პროექტების ვებ-გვერდი / ბლოგი: http://rusudanparpalia.blogspot.com/

No comments:

Post a Comment