Wednesday, 10 April 2019


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : ფარფალია რუსუდან
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური 5(3) კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 14 მოსწავლე .( ს.ს.მ. მოსწავლე არ გვყავს )
გაკვეთილის ტიპი:  სემიოტიკური სწავლება მოსწავლეებისაგან მოითხოვსვიზუალური, სმენითი და შეხებითი აღქმით უნარების გამომუშავებას. სწავლების ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას. მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ აზრს სხვადასხვა ფორმით, ახარისხებენ ინფორმაციას ცხრილების მეშვეობით.  სემიოტიკა არის ადამიანების განსაკუთრებული ხედვა რაც ავითარებს კვლევის  უნარჩვევებს.
გაკვეთილის თემა: სხვადასხვაგვარი ცხოველები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებს ცხოველებთან დაკავშირებით, წაიკითხავენ ტექსტს და ცხრილის საშუალებით განასხვავებენ სხვადასხვა ცხოველს საკვები და ზრდის თავისებურებებით.ასევე სურათების საშუალებით და ზედსართავი სახელების გამოყენებით განასხვავებენ მათ.
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს
ვერბალური
საერთო, საკლასო
პოსტერები რომელზეც წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და საგაკვეთილო მიზნები (ფლიპჩარტები)
2 წთ.
2
ასოციაციური რუკის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას და ცნების  „ცხოველების“ ირგვლივ ჩამოთვლიან ყველა შესაძლო სიტყვას
ვერბალური
ასოციაციური რუკა
საერთო საკლასო
მარკერები, პოსტერი/ფლიპჩარტი
3წთ.
3
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ურიგდება ცხრილი სადაც ასოციაციურ რუკაზე ჩამოთვლილ სიტყვებს დაახარისხებენ, განასხვავებენ შინაურ, გარეულ, წყლის ცხოველებს და მფრინველებს. თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის ნამუშევარს
ვერბალური
ცხრილებზე მუშაობა
ჯგუფური
ფლიპჩარტზე მოცემული ცხრილი
4წთ.
















2წთ.
4
მოსწავლეები უყურებენ pp ფაილს სადაც ნაჩვენებია ცხოველები, რომლებიც  სხვადასხვა ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვიდეოს დასრულების შემდეგ მოსწ. ავსებენ ცხრილს სადაც მოცემულია ორი ცხოველის შედარებითი ხარისხის მანიშნებელი ზედსართავი სახელი, მოსწ. უნდა იპოვოს შესაბამისი ცხოველი და შეავსოს ცხრილი, შევსებულ ცხრილს წარმოადგენს ჯგუფის პრეზენტატორი.
ვიზუალური
ცხრილებზე მუშაობა
ინდივიდუალური/ ჯგუფური
ფლიპჩარტი ცხრილით
ფერადი ფურცლები
ppფაილი


3წთ










2წთ.












თითოეულ ჯგუფს 2წთ სულ 6წთ
5
თითოეულ ჯგუფს ურიგდება მცირე ზომის ტექსტი სხვადასხვა ცხოველზე, მოსწ. კითხულობენ ტექსტს და ავსებენ ცხრილს სადაც უნდა გამოარკვიონ მოცემული ცხოველის თვისებები, საკვები თავისებურებები, ზრდის ტიპები, ცხოვრების სხვადასხვაგვარობა. შემდეგ კი ხდება შევსებული ცხრილის პრეზენტაცია
ზეპირი პრეზენტაცია
ჯგუფური პრეზენტატორი მეწყვილეები
ბარათები ტექსტით, პოსტერები/ცხრილები


5წთ





3 წთ







თითოეულს 2 წთ პრეზენტაციისთვის/6წთ
6
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები (მეთოდით 3:2:1) სადაც მოსწ. უნდა აღნიშნოს წერილობით ის სამი რამ რაც იცოდა, ორი რამ რაც გაიგო და ერთი რამ რაც უნდა რომ გაიგოს.

წერილობითი გამოკითხვის მეთოდი
ინდივიდუალური
ბარათები
2წთ






მასწავლებელი სვამს გაკვეთილის შესაჯამებელ კითხვებს: როგორ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი, რომელ აქტივობას გამოყოფდით.
და აფასებს მოსწავლეებს  განმავითარებელი კომენტარით

ვერბალური
კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო

2წთ.















გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათისილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება(მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·           ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მარტივ ლოგიკურ კავშირებს.
უცხ.დ.V.17. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·           ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·           სათანადოდ იყენებს სხვადასხვაშინაარსის (თხრობით, კითხვით, ძახილის) მქონე წინადადებებს;
·           სათანადოდიყენებსნასწავლლექსიკურერთეულებს.


ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
საუბარი
ინგლისურად მეტყველებს უშეცდომოდ, მარტივი/ მსმენელისთვის გასაგები ლექსიკით
მცირე რაოდენობით უშვებს შეცდომებს მეტყველების დროს, მსმენელს შეუძლია ნათქვამის გაგება
მეტყველების დროს უშვებს შეცდომებს , მსმენელს უჭირს მისი გაგება
ინგლისურად ვერ მეტყველებს გამართულად
ჩართულობა
სრულად არის ჩართული საკლასო აქტივობებში.
ძირითადად ჩართულია საკლასო აქტივობებში
იშვიათად ინტერესდება და ერთვება საკლასო აქტივობებში.
არ ერთვება საკლასო აქტივობებში.
თანამშრომლობა
თანამშრომლობს თანაკლასელებთან/მასწავლებელთან
ხშირად თანამშრომლობს კლასელებთან/მასწავლებელთან
იშვიათად თანამშრომლობს თანაკლასელებტან/მასწავლებელთან.
არ თანამშრომლობს თანაკლასელებთან/მასწავლებელთან


No comments:

Post a Comment