Thursday, 30 May 2019


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი : ფარფალია რუსუდან
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: 73 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 27 მოსწავლე .( გვყავს ერთი ს.ს.ს.მ. მოსწავლე)
გაკვეთილის ტიპი:  ეკოლოგიური წიგნიერება
გაკვეთილის თემა: ბუნებრივი მოვლენები და გარემოს დაცვა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ ლექსიკურ ერთეულებს გარემოსთან  დაკავშირებით, განიხილავენ დიალოგებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე და როლურად გაითამაშებენ მას  , გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ვიდეოკლიპის ჩვენების შემდეგ.
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს
ვერბალური
საერთო, საკლასო
პოსტერები რომელზეც წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და საგაკვეთილო მიზნები (ფლიპჩარტები)
2 წთ.
2
მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს და დააკავშირებენ ინგლისურ სიტყვებს  ქართულ მნიშვნელობებთან
ვერბალური
საერთო საკლასო
მარკერები, პოსტერი/ფლიპჩარტი წებოვანი ქაღალდები
3წთ.
3
მოსწავლეები იყოფიან ხუთ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ურიგდება დაჭრილი დიალოგი ბუნებრივ მოვლენებზე, რომელსაც აზრობრივად გამართავენ, ააწყობენ და შემდეგ მოახდენენ მის როლურად წარდგენას
ვერბალური
პრეზენტაცია,
ჯგუფური
ფლიპჩარტზე მოცემული ცხრილი

3წთ






9წთ








4
ვიდეოჩვენება. მოსწავლეები უყურებენ ვიდეოკლიპს, სდაც ნაჩვენებია ის გარემო ფაქტორები რის გამოც ბინძურდება ჩვენი გარემო. ვიდეოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს: რა არის მთავარი პრობლემატური საკითხი გარემოს დაბინძურებისა. როგორ შეიძლება დავიცვათ გარემო, ფლორა და ფაუნა , როგორ შეიძლება გაჯანსაღდეს ჰაერი და ნაკლებად დაბინძურდეს წყალი
ვიზუალური
ინდივიდუალური/ ჯგუფური
პროექტორი მონიტორი ლეპტოპი

4 წთ










5 წთ.













5
თითოეუყლ ჯგუფს ურიგდება ცხრილები,  სადაც ახარისხებენ მოცემული პრობლემის შესაბამისს გადაჭრის გზას და ახდენენ მის პრეზენტაციას
ვერბალური პრეზენტაცია
ჯგუფური
ფლიპჩარტი, ბარათები, მარკერები

8წთ








6
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები (მეთოდით 3:2:1) სადაც მოსწ. უნდა აღნიშნოს წერილობით ის სამი რამ რაც იცოდა, ორი რამ რაც გაიგო და ერთი რამ რაც უნდა რომ გაიგოს.












მასწავლებელი სვამს გაკვეთილის შესაჯამებელ კითხვებს: როგორ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი, რომელ აქტივობას გამოყოფდით.
და აფასებს მოსწავლეებს  განმავითარებელი კომენტარით

წერილობითი გამოკითხვის მეთოდი






















ვერბალური
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
ბარათები
3წთ






სსსმ მოსწავლეს ეძლევა მცირე ზომის ტექსტი ბუნებრივი პირობების შესახებ რომელიც უნდა გადაწეროს სრული სიზუსტის დაცვით














გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:



უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს, სად და როდის მიმდინარეობს საუბარი;
·           ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;
·           საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, მომავალი გეგმების, ინტერესებისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;

უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·           აკავშირებს ერთმეთთან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და გამოაქვს დასკვნა;
·           ამოიცნობს ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს;
აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას პირად გამოცდილებასთან.
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
·           ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
·           წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
·           მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით;
·           პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს.


No comments:

Post a Comment