22.04.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:
- მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაცია;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება;
- მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
- ევროინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
- ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია;
- მშობელთა ჩართულობის გააქტიურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში;
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტის წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
No comments:
Post a Comment