Thursday, 30 June 2016

გაკვეთილის თემა
ფესტივალები
სწავლების საფეხური, კლასი
10 კლასი ( საბაზო საფეხური)
საგნობრივი ჯგუფი, საგანი
უცხო ენა (ინგლისური ენა)
მოსწავლეთა რაოდენობა
24 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
ნობრივი ცოდნა და საკომუნიკაციო უნარების ფლობა
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·           გაკვეთილის მიზნები:
·           ტექსტის შინაარსის წვდომა
·           გრამატიკული ჩარჩოს დაცვა
·           დისკუსია
·           კვლევა -ძიების უნარ ჩვევების  განვითარება
მისაღწევი შედეგები:
·         უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრულობის (წინმსწრები და მერმინდელი მოქმედების) გამომხატველ მარტივ ენობრივ კონსტრუქციებს;
·            ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზი, შედეგი, ოპოზიციის) გამომხატველ მარტივ ენობრივ სტრუქტურებს.
უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
·           ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
·           აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელ პერსონაჟი მოსწონს უფრო მეტად და რატომ, რომელ თვალსაზრისს ემხრობა და რატომ და სხვა);
·            სპონტანურად რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს;
·            გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
·            უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
·           უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
·            თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.
                                                     

წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ფლობს ისეთ გრამატიკულ ერთეულებს როგორიც არის: აწმყო მარტივი დროის, წარსული და მომავალი მარტივი დროების გამოყენება
მასწავლებლის მიერ წინასწარ გადაცემული ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით, როგორც ზეპირსიტყვიერი ასევე სლაიდ- პრეზენტაციის სახით
შეფასების საგანი და პროცედურები
პრეზენტაცია- დისკუსია. მომდინარე განმსაზღვრელი, განმავითარებელი ( იხილეთ რუბრიკა 1)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა: სლაიდშოუ, პოსტერი წიგნი " Inspiration A2" 
ტექნიკური რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი,  მარკერი, წებოვანი ქაღალდები, დაფა , ცარცი,, სამუშაო რვეული. პროგრამები google.ge, drivegoogle.com, youtube.com, power point, MS word.
გაკვეთილის მსვლელობა

ფაზა A         

·         გონებრივი იერიშიფესტივალებზე“ (5წთ)
§  მასწავლებელი აკეთებს მოკლე ელექტრონულ პრეზენტაციას სლაიდ-შოუს სახით სხვადასხვა სახის ფესტივალზე (10წთ)
ფაზა 
·         მოსწავლეები წყვილებში ამუშავებენ ტექსტს, შემდეგ ცვლიან ინფორმაციას (15 წთ)
ფაზა 
·         მოსწ. ახდენენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას წერილობითფესტივალებზეაფიქსირებენ წებოვან ქაღალდებს პოსტერზე (5წთ)
·         დისკუსია თემაზე (7წთ)
·         ეძლევათ შემდეგი საშინაო დავალება (3წთ)  იძიებენ დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებზე. აგებენ სლაიდს.
დიფერენცირებული სწავლება
ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს

No comments:

Post a Comment