გაკვეთილის თემა
|
დაცული ტერიტორიები
Forest in danger
საპრეზენტაციო პროგრამა power point- Si
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
VI5 კლასი
|
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ბუნებისმეტყველება - ირმა ჯანიაშვილი
ინგლისური ენა - რუსუდან ფარფალია
ისტი - ეკა ცერცვაძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
28 მოსწავლე
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე კლასში არ გვყავს
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვით
|
ბუნება- მოსწავლე გაკვეთილის ბოლოს შეძლებს ჩამოთვალოს საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიები და ისაუბროს მათ მნიშვნელობაზე.
მოსწავლე შეძლებს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატებისა და ბუკლეტების მეშვეობით
ინგლისური ენა - მოსწავლე შეძლებს ტექსტის შინაარსის წვდომას
ენობრივი ჩარჩოს დაცვას და მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას
ისტი- მოსწავლე შეძლებს საკუთარი ან ჯგუფის მიზნების გათვალისწინებით მოამზადოს პრეზენტაცია. შექმნის სლაიდებს საკუთარი ან ჯგუფის მოსაზრებების წარმოსადგენად
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორი
|
ბუნება - VI – IV მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ჩამოთვლის საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტორიებს და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე.
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატებისა და ბუკლეტების მეშვეობით.
ინგლისური - მოსწავლე შეძლებს გაიგოს მოძიებული ტექსტის შინაარსი, დაიცვას გრამატიკული სისწორე წინადადებებში და მოახდენს საკუთარი ან ჯგუფის წევრების მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის პრეზენტაციას.
ისტი - VI.I მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი ან ჯგუფის მიზნების გათვალისწინებით ამზადებს პრეზენტაციასნ (სლაიდებს) საკუთარი ან ჯგუფის წევრების მოსაზრებების წარსადგენად.
|
თანმიმდევრობა აქტივობები
|
მისალმებისა და საორგანიზაციო საკიტხის მოგვარების შემდეგ (2 წთ) ბუნების მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას და აზრობრივი რუკის საშუალებით (5წთ) ის აღნიშნავს რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა და 1 წთ-ის განმავლობაშვი მოსწავლეები სლოგანებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას გარემოს დაცვის დღისადმი, ამის შემდგომ, ინგლისური ენის მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოიფიქრონ გარემოს დასაცავად სლოგანი და თიტოეული ჯგუფი ახდენს თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვას ინგლისურ ენაზე. ბუნების მასწავლებელი და მოსწავლეები იხსენებენ საშინაო დავალებას (ჯგუფებს უნდა მოემზადებინათ სასურველი დაცული ტერიტორიის შესახებ პრეზენტაცია power point - ში ქართულ - ინგლისურ ენაზე ასევე გაზეთი ორივე ენაზე). წინა გაკვეთილებზე (ინგლისური - ბუნებისმეტყველება) მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია შეაჯამეს დაამუშავეს ინფორმაციის სისწორე და მიღებული ინფორმაცია გადაიტანეს ფორმატებზე. მოამზადეს ბუკლეტები და პოსტერები ორივე ენაზე.
ისტის გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოამზადეს ელექრტონული პრეზენტაციები არჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ power point – ში.
შემაჯამებელ გაკვეთილზე ჯგუფები წარადგენენ პრეზენტაციებს დაცული ტერიტორიების შესახებ, გაიმართება დისკუსია (4წთ) პრეზენტატორსა და მოსწავლეებს შორის. ისინი ორივე ენაზე ეცდებიან წარმოაჩინონ არსებული დაცული ტერიტორიის მნიშვნელობა მიმზიდველობა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს :
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი (5წთ)
ლაგოდეხის ნაკრძალი (5წთ)
თუშეთის ნაკრძალი (5წთ)
ვაშლოვანის ნაკრძალი (5წთ)
კინტრიშის ნაკრძალი (5წთ)
შექმნილი ბუკლეტებისა და პოსტერების მეშვეობით მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ.
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს (2წთ) ხოლო მასწავლებელები შეაფასებენ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკით (პრეზენტაციისთვის 2 წთ )
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
პროექტორი, კომპიუტერი, ფორმატი, მარკერები, ინგლისური ენის წიგნი ( English world 6 ) ბუნება VI კლასი კომპიუტერული პროგრამები org presentation. Power point.
|
Sunday, 19 June 2016
ინტეგრირებული გაკვეთილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment