Sunday, 19 June 2016

გაკვეთილის გეგმა




გაკვეთილის მთავარი თემა


Wilde life in danger


თარიღი

3/06/2014


კლასი


VI1

მოსწავლეთა რაოდენობა


14

მასწავლებლის   სახელი, გვარი


რუსუდან ფარფალია
გაკვეთილის მიზნები
ტექსტის შინაარსის წვდომა
ენობრივი ჩარჩოს დაცვა
 საპრეზენტაციო უნარების ჩამოყალიბება
მისაღწევი შედეგები
მოსწავლე შეძლებს გაიგოს მოძიებული ტექსტის შინაარსი, დაიცვას გრამატიკული სისწორე წინადადებებში და მოახდინოს საკუთარი ან ჯგუფის წევრების მიერ მოძიებული, დამუშავებული ინფორმაციის პრეზენტაცია
საგანმანათლებლო რესურსები
პროექტორი
მონიტორი
პოსტერი
მარკერები
ფორმატი
ინგლისური ენის წიგნი ( English world 6 )
ინგლისური ენის სამუშაო რვეული (workbook)
გაკვეთილის თანმიმდევრობა
აქტივობები
მისალმებისა და საორგნიზაციო საკითხების (სიის ამოკითხვა) შემდეგ (2წთ) მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას აზრობრივი რუკის საშუალებით,(5წთ) ამის შემდეგ განიხილება საშინაო დავალება მოსწავლეებისა და მასწავლებლის მიერ რომელიც შემდეგნაირად უნდა მოზადებულიყო: მოსწავლეები იძიებენ დამატებით ინფორმაციას იმ ცხოველთა ჯიშების შესახებ რომლებიც გადაშენების პირას არიან,  თითოეული მოსწავლე  უზიარებს ინფორმაციას ჯგუფის წევრს, მუშავდება ინფორმაციის სისწორე და გადააქვთ პოსტერზე, ამავდროულად მუშავდება სლაიდი რომელიც მზადდება მოსწავლეების მიერ power point- ში ასევე წერენ მოკლე მიმართვას „მესიჯს“ იმ ადამიანებისათვის რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ცხოველთა სამყაროს განადგურებით.
თითოეული ჯგუფი ახდენს მოძიებული ინფორმაციისა და სლაიდის პრეზენტაციას, თითოეული სარგებლობს ( 15 წუთით)
ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვებს, რომლებსაც მოსწავლეები პასუხობენ (7წთ) ბოლო 3 წთ-ის განმავლობაში მასწავლებელი აძლევს დავალებას workbook-ში unit 4 გვ.24,25,26,
შეფასება
მიმდინარე-განმსაზღვრელი




მოსწავლეები ახდენენ სლაიდისა და პოსტერების პრეზენტაციას




                                        მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია

შეფასების სქემა

შედეგები
         1 – 4
          5 – 6
             7 – 8
         9 – 10
შესავლის გაკეთება
ტრაფარეტულია
არ არის მცელობა აუდიტორიის დაინტერესებისა
საინტერესოდ არის მიწოდებული
მოძიებული აქვს ისეთი დამატებითი მასალა, რომელიც მსმენელების დაინტერესებას იწვევს
თემის წარდგენა
დარღვეულია ლოგიკა
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებას მოითხოვს
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირე ხარვეზები
თემა ლოგიკურადაა აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია
საუბარი
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს
ხშირად ჩერდება, იმეორებს ერთსა და იმავეს
გამართული და გასაგებია
გამართული და გასაგებია, არ ორჭოფობს, საუბრობს დარწმუნებით
დასკვნების გაკეთება
არის მცდელობა
გაუმართავი და ალოგიკურია
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული
ლოგიკურია, კარგად ჩამოყალიბებული და ორიგინალურია
აუდიტორიასთან  კონტაქტი
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი
პერიოდულად ცდილობს კონტაქტს
გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს
კრგად ფლობს კომუნიკაციის უნარს
თვალსაჩინოების გამოყენება
იყენებს მწირად და შეუსაბამოდ
იყენებს მწირად და შესაბამისად
იყენებს დიაგრამებსა და ცხრილებს შესაბამისად
იყენებს ახალ ტექნოლოგიებს ცხრილებს დიაგრამების წარსადგენად
აუდიტორიის შეკითხვებზე პასუხი
უჭირს პასუხის გაცემა
პასუხები არ არის გამართული
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
ყველა კითხვას პასუხობს





No comments:

Post a Comment